იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წინასწარი გამოძიება ავთანდილ გაბადაძის ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მომზადების ფაქტზე დაიწყო.
აღნიშნულ საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს სამი პიროვნება, დათო ბერაია და წარსულში ნასამართლევები კახაბერ მარტიაშვილი და ბეჟან ერაძე.
კახაბერ მარტიაშვილს პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით, დათო ბერაიას ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ორმოცდაათი საბრძოლო ვაზნით, სამი ცალი ნიღაბი, სამი რეზინის ხელთათმანი და ე.წ. "სკოჩი". ხოლო ბეჟან ერაძეს აღმოაჩნდა პისტოლეტი მჭიდით და ექვსი ცალი ვაზნით.
გამოძიების შედეგად დადგენილია მეოთხე თანამონაწილე გიორგი სულამანიძე, ტარდება ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები გიორგი სულამანიძის ადგილსამყოფელის დადგენა - დაკავების მიზნით.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18 - 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.