საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები არიან სახავეტ ალაზოვი, არიფ ნაიბოვი და ანარი აბასოვი.
აღნიშნული პიროვნებები მარნეულის რაიონის სოფელ თაზაქენდში უკანონოდ ცდილობდნენ დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების საქონლის გადატანას საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,214-ე მუხლის V ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.