მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 1929 წელს დაბადებული ბორის დებაშვილის ცხედარი ქუჩაში აღმოაჩინეს. ცხედარს ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ ემჩნევა. ამას გარდა, კიდევ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დებაშვილი არა ქუჩაში არამედ თავისი ქალიშვილის საცხოვრებელ სახლში მოკვდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს მოსკოვში კიდევ ერთი გენერალი 47 წლის ვიქტორ ჩევრიზოვი გარდაიცვალა. მან თავი პისტოლეტიდან მოიკლა.