ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ბელგიის ქალაქ მონსში ევროპის ჩემპიონატის ნახევრაფინალში რუმინელ თანატოლები ანგარიშით 29:3 დაამარცხეს.
როგორც ცნობილია, ქართველი 19 წლამდელები ნახევრაფინალში მოსახვედრად პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 27-3 დაამარცხეს.
30 ოქტომბერს ფინალში ქართველი 19 წლამდელები რუსეთის ნაკრებს შეხვდებიან, რომელმაც ბელგიის ნაკრები 23:11 დაამარცხა.
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებს პაატა ნარიმანაშვილი და ზურაბ ამონაშვილი წვრთნიან, დელეგაციას მერაბ ბესელია ხელმძღვანელობს, ნაკრების მენეჯერი დიმიტრი ობოლაძეა.
ევროპის ჩემპიონატში ქართველო მორაგბეები შემდეგი შემადგენლობით არიან წარმოდგენილნი: ჟვანია ზურაბი (აია, ქუთაისი), მიქაუტაძე კონსტანტინე (ტულონი, საფრანგეთი), მატკავა მერაბი (აია, ქუთაისი) ერისთავი ზურაბი (აია, ქუთაისი), ბიწაძე ბექა (ივერია, თბილისი), ჩომახაშვილი ირაკლი (არმაზი, თბილისი), გაბროშვილი ვანო (არმაზი, თბილისი), ჯინაშვილი რამაზი (თსუ-ლომები, გორი), ტყეშელიაძე გიორგი (ყოჩები, თბილისი), კვარაცხელია ლუკა (ყოჩები, თბილისი), ჭყოიძე გიორგი (ლელო, თბილისი), კობახიძე ბახვა (თსუ-ლომები, გორი) ჩილაჩავა ლევანი (ტულონი, საფრანგეთი), ლოსაბერიძე დავითი (დიჟონი, საფრანგეთი), ჟღენტი გიორგი (თსუ-ლომები, გორი), მჭედლიშვილი უშანგი (ლელო, თბილისი), ღამბაშიძე ჯიმი (ლელო, თბილისი), თხილაიშვილი გიგა (ბათუმი XV. ბათუმი), ლომიძე ლაშა (აკადემია, თბილისი) გოგოლაშვილი ლევანი (აკადემია, თბილისი), ძნელაძე ზურაბი (აია, ქუთაისი), ჭინჭარაული გოდერძი (ლელო, თბილისი), გაგოშვილი, გიგა (შევარდენი, თბილისი), ხიპაშვილი ბექა (აკადემია, თბილისი), აბრამიძე გიორგი (აია, ქუთაისი), ჩხიკვაძე ტარიელი (აია, ქუთაისი).
ს