ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი მოსკოვს 5 ნოემბერს ეწვევა. მისი ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში ერთდღიანი იქნება. ეს განცხადება დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი მოსკოვში 5 ნოემბერს შედგება", _ განაცხადა აპატურაიმ დღეს ბრიუსელში.