ფოთში, მალთაყვის უბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაღუპულები 20-25 წლის ახალგაზრდები არიან.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.