პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "ბუტას" დამფუძნებელი და დირექტორი თეიმურაზ გოგუაძე. გამოძიებით დადგენილია, რომ თ. გოგუაძემ რამდენიმე წლის მანძილზე სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან ფოლადის მილები შეიძინა და შემდეგ შპს „თბილქალაქგანათებას" მიჰყიდა.
ეჭვმიტანილმა უსაბუთოდ შეძენილი მასალების ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით ყალბად დაამზადა და გამოიყენა 250 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლბის აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე
ვადით.