ტელეკომპანია "რეალტვ"-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმა ვახტანგ სუბელიანი დააკავეს.
ვახტანგ სუბელიანის დაკავება საბუთების გაყალბებასა და თაღლითობას უკავშირდება.
ტელეკომპანის ცნობით, ვახტანგ სუბელიანი ნავთობის ბიზნესში საქმიანობდა.
სამართალდამცველებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ვახტანგ სუბელიანი 1973 წელს არის დაბადებული.