27 ოქტომბერს, ქუთაისში, კონტროლის პალატის სათავო ოფისში, კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება.
რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს (რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანო) პრეზიდენტი ნიკოლაი ვაკაროიუ საქართველოს ეწვია.
აღნიშნულმა ხელშეკრულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს კონტროლის პალატასა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს, განავითარონ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსური რესურსების აუდიტის სფეროში შეხედულებების, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაცვლას.