27 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ასოციაცია "კანონი ხალხისთვის" თავმჯდომარე, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრესკოფერენციას გამართავს.
იგი ამტკიცებს, რომ მამის ომარ ქუცნაშვილის დაპატიმრება სახელმწიფო თანამდებობის პირებმა შეუკვეთეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ზაქარია ქუცნაშვილმა აცნობა, აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ომარ ქუცნაშვილის უდანაშაულობის დამადასტურებელ ახალ ფაქტებს წარმოადგენს და იმ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ვინაობას დაასახელებს, ვინც ქუცნაშვილის დაპატიმრება შეუკვეთა.
შეგახსნებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 19 თებერვლის 68 წლის პროფესორს ომარ ქუცნაშვილს 4 წლით აქვს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად სხვისი ქონების მითვისება ედება.