სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი უზენაეს სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. საქმე ეხება სარჩელს, რომლის მიხედვითაც, გურამ გირგვლიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული 4 პირისგან მორალური ზიანის მიყენების ბრალდებით 200 ათას ლარს ითხოვდა.
საქალაქო სასამართლომ მისი ეს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღნიშნულ პირებს 40 000 ლარის გადახდა დააკისრა.
როგორც გურამ გირგვლიანის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, უზენაესმა სასამრთლომ უკვე მიიღო შესაბამისი განჩინება, რომლის თანახმადაც, გურამ გირგვლიანის, ისევე როგორც მოწიანაღმდეგე მხარის საკასაციო საჩივრები წარმოებაში მიიღეს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს დასაშვებობის საკითხის შემოწმება - ანუ რამდენად საინტერესოა სასამართლო პრაქტიკისათვის ეს დავა. ეს პროცედურა კი, შესაძლოა, 6 თვეს გაგრძელდეს", - განაცხადა ჯანდიერმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მან სარჩელის შეტანის მოტივებზედაც ისაუბრა და განმარტა, რომ შვილის გარდაცვალებით გადატანილ ტკივილს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია.
"თუმცა არ შეიძლება შეურიგდე ამ ტკივილის ნომინალურ შეფასებას", - განაცხადა ჯანდიერმა.