მანქანაში ღვედების ტარების აუცილებლობის დაკანონება ისევ გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ქალაქში და ქალაქის ტიპის დასახლებებში ღვედის საჭიროების დაწესებაზე, რაც აქამდე არ ვრცელდებოდა. აღნიშნული კანონპროექტი პარალმენტს დღეს მესამე მოსმენით უნდა დაემტკიცებინა, თუმცა კანონპროექტის დამტკიცება გადაიდო. არგუმენტად კი ის ფაქტორი სახელდება, რომ გარკვეული დეტალები არის დასაზუსტებელი.