სოჭის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი, ასლან უსოიანის, იგივე დედ ჰასანის გარემოცვის წევრი ედუარდ კაკოსიანი მოკლეს. კაკოსიანი კრიმინალურ წრეებში ზედმეტი სახელით "კარასი"-თ იყო ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"31 წლის კაკოსიანი დედ ჰასანის გარემოცვის წევრი იყო და მის ბიზნესის სფეროში მის მითითებებს ასრულებდა. კერძოდ, იგი სოჭში უსოიანის კუთვნილი რესტორნების "ზედამხედველი" იყო", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილი კაკოსიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობილია ასევე ის, რომ კაკოსიანი სოჭში რამდენიმე მაღაზიისა და კაფეს მფლობელი იყო.