კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლემბა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელი, ირაკლი სამხარაძე. სამართალდამცველების ინფორმაციით, სამხარაძემ უცხოელ მეწარმეებს ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ 124 000 ლარი გამოსძალა.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.