უახლოეს მომავალში, რამდენიმე პატიმარს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ.
მათი გათავისუფლების საკითხის განხილვა პატიმართა ახალი კოდექსის შესაბამისად მოხდება.
არსებული ინფორმაციით, შეწყალების კომისიას შუამდგომლობის თხოვნით, ძირითადად, ქალებმა და არასრულწლოვანმა პატიმრებმა მიმართეს.
პატიმრების გათავისუფლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისიის რეკომენდაციების მიღების შემდეგ სასამართლო გამოიტანს.