ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტით ჩატარებულ 1-ელ სასამართლო პროცესამდე ადვოკატები, პროკურორები და მოსამართლეები "თბილისი-მარიოტში" დისკუსიას მართავენ. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"პირველი კონფერენციაა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ეს კოდექსი, ამიტომ პირველადი დაკვირვების შედეგებზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. ძალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანების აზრი, რომლებიც უშუალდო ჩართულები არიან ამ პროცესში", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა კონფერენციის დაწყების წინ.
შეგახსენებთ, რომ ნაფიცი მსაჯულები სასამართლო სისტემაში ნოემბრის ბოლოდან ჩაერთვებიან.