ბათუმში გორგასლის ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან ორი მუშა გადმოვარდა.
როლანდ ბოლქვაძე და ამირან აბულაძე ქალაქის 1-ელ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აბულაძე სახლში რამდენიმე საათში გაწერეს, ბოლქვაძე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
დაზარალებულების განცხადებით, მათ კიბიდან ფეხი დაუცდათ.