დღეს, 26 ოქრომბერს, სასტუმროში "თბილისი მარიოტი"კონფერენცია "ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი" გაიხსნება.
კონფერენციის მიზანია, მართლმსაჯულების რეფორმაში ჩართულ მხარეებს შორის დისკუსიის გამართვა, სამოქმედო გეგმების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
კონფერენცია ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ. კონფერენციის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ღონისძიებას დაესწრებიან მოსამართლეები, ადვოკატები, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციას გახსნიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.