დიდი ოდენობით კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოში შემოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მირზა კახიძე და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ოცამდე მოქალაქე (საქართველოს მოქალაქეები).
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ პირებს ინდმეწარმეებთან წინსაწარი შეთანხმებით გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ თურქეთიდან საქართველოში სარფის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით პერმანენტულად შემოჰქონდათ სოლიდური ღირებულების შერეული საქონელი, ძირითადად ტანსაცმელი, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალურ ზიანს აყენებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს და იმ პატიოსან მეწარმეებს, რომლებსაც იმპორტული საქონელი საქართველოში საბაჟო პროცედურების დაცვით შემოაქვთ.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
214-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან
თხუთმეტ წლამდე ვადით.