ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი USS Donald Cook DDG 75 შავ ზღვაში შემოვიდა.
ევროპასა და აფრიკის რეგიონში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ამერიკული ხომალდები შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოელი მოკავშირეებისა და პარტნიორების - თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად.
სარდლობის ცნობით, შავი ზღვის რეგიონში ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული ხომალდი მეშვიდედ იმყოფება.
შეგახსენებთ, ხომალდი "დონალდ კუკი" 21 იანვარს ბათუმის პორტში შემოვიდა, სადაც 5 დღე დაჰყო.