აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ახალშობილი გოგონა ნაგვის ურნაში გადაგდებული იპოვეს.
ახალშობილი ჟვანიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მას ადაპტაციის გავლა გაუჭირდეს და მდგომარეობა დამძიმდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.