17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 20,74%-ს შეადგენს, - ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, ხოლო ყველაზე დაბალი კი ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში 16%.
"17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 20,74%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტები და მისული ამომრჩევლის რაოდენობა არის 30,162. ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, 16%. თუ შევადარებთ ამომრჩევლის აქტივობას 2016 წლის არჩევნების მე-2 ტურს, 17:00-ის მონაცემებით, 2016 წელს დაფიქსირდა 30,99 პროცენტი.
საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 5 საჩივარი შევიდა, აქედან 3 არი ზუგდიდში და ეხება პროცედურულ დარღვევებს, რაც რეგისტრაციის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, ასევე არის გადასატანი ყუთის თაობაზე საჩივარი და წილისყრის პროცედურის დარღვევაზე. ბათუმში შესულია 1 საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევაზე, ხოლო ისანში ასევე 1 საჩივარი დამკვირვებლის უფლებებთან დაკავშირებით. კომისია შეისწავლის საჩივრებს და იქნება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.