კასპში ,,სენტას" ბენზინ გასამართ სადგურზე თავდამსხმელი ამავე სადგურის დირექტორი აღმოჩნდა. შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად კასპში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შპს ,,სენტას" ბენზინ გასამართი სადგურის ოპერატორებზე, ყაჩაღურად თავდასხმის ფაქტზე დააკვეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები: ამავე ბენზინგასამართი სადგურის დირექტორი გიორგი პარკაძე და მისი თანამზრახველები, გაბრიელ მალაციძე, რევაზ მცხვეთაძე და ზაზა კუპატაძე.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულებმა ნიღბებით და ცივი იარაღის გამოყენებით, დააყაჩაღეს ბენზინგასამართი სადგური ,,სენტა", ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს მორიგე ოპერატორებს გიორგი ქსოვრელს და თემურ თხინვალელს, მოაქციეს იზოლაციაში, ჩაკეტეს საძინებელი ტახტის სათავსოში და სეიფიდან გაიტაცეს 13 000 ლარის ოდენობის თანხა.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179 მუხლით.