ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას დაადასტურა, თუმცა, დამატებით დეტალებზე მას არ უსაუბრია.
როგორც თამარ გაბუნიამ თქვა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას შეისწავლის.
"ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.