ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ
მისი თქმით, ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები დღეს საღამოს გაიმართება. თუმცა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სრული ჩაკეტვა არ განიხილება.
„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ კიდევ. კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რა, წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ არ განიხილება ისეთი სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში.
" განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება“, – განმარტა გამყრელიძემ.