ნინო, ნიკოლოზ და გივი ხეცურიანები მოწამლვის შემდეგ ჯერ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. . მძიმე ინტოქსიკაციით, კატასტროფის ბრიგადებმა მოწამლულები ქუთაისიდან თბილისის მე-5 საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
სამივე მათგან ძლიერი ცხელება, პირღებინება და მუცლის არეში ძლიერი ტკივილები აღენიშნებოდათ.
ექიმების განცხადებით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც აცხადებენ, მოწამლულებმა სოკო თავად დაკრიფეს. სოკოთი ინტოქსიკაცია ბავშვების მშობლებსაც აღენიშნებოდათ, თუმცა არც ისე ძლიერად.