ქართველი პარასპორტსმენები, ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ.
ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (IWAS) გასული წლის შედეგებით 18 პარამოფარიკავე გამოარჩია.
ირმა ხეცურიანი ბ კატეგორიის ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის 165 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.
ნინა თიბილაშვილი კი 80 ქულით 23 წლამდე ხმლით მოფარიკავეთა შორის საუკეთესო ქალ პარასპორტსმენად აღიარეს.