"ეროვნული ფორუმის" წევრს ზაზა ჩაკვეტაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მილერი ხარებავამ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა ჩაკვეტაძეს თავდებით გათავისუფლების შესახებ, რომელსაც თავდებში საქართველოს საპატრიარქო, კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი მელაშვილი და რევაზ შავიშვილი უდგებოდნენ.
მოსამართლემ, სასამართლოს მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის მიზეზით დარაზიდან გააძევა ირაკლი მელაშვილი, გუბაზ სანიკიძე და მაგდა პოპიაშვილი.
"ეროვნული ფორუმის" პრესმდივანს მაგდა პოპიაშვილს 150-ლარიანი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.
ზაზა ჩაკვეტაძე ბრალად ედება 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობასთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
ზაზა ჩაკვეტაძისთვის წაყენებილი მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.