ისრაელში 18 წლის ქართველმა ბიჭმა ბებია და ბაბუა მოკლა. დამნაშავემ 72 წლის ბაბუა და 56 წლის ბებია ცივი იარაღით დახოცა. ხანდაზმულები ბატამში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ მათთან შვილიშვილი მათთან ფილის სათხოვნელად მივიდა. დაჭრილები ბატამის საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.
ორდღიანი ძებნის შემდეგ ეჭვმიტანილი პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დამნაშავის ვინაობა არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია ის, რომ დაკავებული უკვე 5 წელია საქართველოს მოქალაქე აღარ არის. მისი მამა კი დღესაც თბილისში ცხოვრობს.