ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი სიყალბისა და ქრთამის აღების ფაქტზე, დააკავეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ალექსანდრე ირემაძე. ასევე სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე - სოფელ თიაქ-ქილისას რწმუნებული მალხაზ კონცელიძე.
ა. ირემაძემ ქრთამის - 100 ლარის სანაცვლოდ დაამზადა და გასცა ყალბი ცნობა სასოფლო სამეურნეო პროდუქტის წარმოების შესახებ, ხოლო განმეორებით, კვლავ 100 ლარის სანაცვლოდ მ.კონცელიძესთან ერთად დაამზადა და გასცა ყალბი ცნობა საქონლის შესყიდვის შესახებ.
დაკავებულია წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქტიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ოგანეს ტაზაიანი, რომელმაც ქრთამის, 400 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეებს უკანონო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ნებართვა მისცა.მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 338-ე მუხლებით, რაც შესაბამისად ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას შესაბამისად, 2-დან 4 წლამდე და 6-დან 9 წლამდე ვადით.