18 სექტემბრიდან 22 ოქტომრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრში, ჩატარდა სწავლება თემაზე „ოპერატიული მართვა და ტელეკომუნიკაციები კრიზისის დროს". სულ გადამზადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხუთმეტი და სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორი თანამშრომელი.
პროექტი ითვალისწინებდა ოპერატიული გამოცდილების გაზიარებას სატელიტური საკომუნიკაციო საშუელებების გამოყენებაში ასევე ტაქტიკური სიტუაციების ოპერატიული მართვისა და ხელმძღვანელობის შესწავლას.
რეაგირების ზონაში ტელეკომისა და მართვის პროცესის ზოგადი წარდგენის კურსს ატარებდნენ სახანძრო-სამაშველო საქმიანობის ფრანგი ექსპერტები ბერნან ჟანინი და კლოდ ვუაზენი.