ქარელის რაიონის სოფელ რუისში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობმაგისტრალიდან გადაუმუშავებელ ნავთობს იპარავდა და მის რეალიზაციას ახდენდა. დაკავებულია ხუთი ადამიანი.
"კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიხეილ მღებრიშვილი, ჯემალ ბეგიჯანაშვილი, ზურაბ გიორგიძე, გიორგი ჭუმბურიძე, ჯემალ სიანიძე. აღნიშნული პირები ბაქო-სუფსის მაგისტრალური ნავთობსადენიდან სისტემატიურად იპარავდნენ დიდი ოდენობით ნედლ გადაუმუშავებელ ნავთობს, ახდენდნენ მის რეალიზაციას.
გამოძიების მიერ ამოღებულის მოპარული ნავთობი დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი', _ განაცხადა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილემ სოსო თოფურიძემ შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
აღსანიშნავია, რომ შს სამინისტრომ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები უკვე გაავრცელა.