35 წლის მამაკაცი წუხელ ცივი იარაღით ყაზბეგის გამზირზე დაჭრეს. ინციდენტი ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მამაკაცს ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
ექიმების განცხადებით მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
დაზარალებულია ახლობლები მომხდართან დაკავშირებით საჯაროდ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, პირად საუბარში აცხადებენ, რომ დაშავებული ნასვამი იყო და შელაპარაკება მეგობრებთან მოუვიდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.