დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ შეაჯამა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რეგიონში. აღნიშნა, რომ ახალი პროტოკოლის ამოქმედების შემდეგ რეგიონში 700-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტია, რაც იმედის მომცემია.
"აჭარაში ამოქმედდა როგორც კოვიდ სასტუმროებში მკურნალობის, ასევე ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი. ჯანდაცვის რგოლი სისტემატიურად გადის შესაბამის მომზადებას და ხდება მათი მისადაგება იმ გამოწვევებთან და მზარდ ნაკადებთან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს. ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება კონტროლის შენარჩუნება ეპიდ მართვის თვალსაზრისით, რაც მოგვცეს საშუალება, რომ მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ გამოწვევის დაძლევა“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
რეგიონში მოქმედებს 8 კოვიდ მართვის ცენტრი. რეგიონში მობილიზებულია 700 მდე საწოლი, თავისუფალია 100-ზე მეტი ადგილი. გამოვლინდა 235 ახალი შემთხვევა. ახალი პროტოკოლის თანახმად კოვიდ სასტუმროებიდან და კოვიდ კლინიკებიდან შესაბამისი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაეწერა 700-ზე მეტი პირი.
ასევე დღეს სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე გიორგი სურმანიძე წარადგინა. აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი ნოვატორული მიდგომებით კიდევ უფრო გააძლიერებს აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთლიანად დარგს.