ქრთამის აღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის კოლხეთის ეროვნული პარკის ზუგდიდის უბნის უფროსი რეინჯერი კახაბერ გოგოხია.
გოგოხიამ ერთ-ერთ მოქალაქეს დაცულ ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში თევზის მოპოვების საშუალება მისცა, რაშიც მას ქრთამის სახით გამოართვა 100 ლარი.
სამართალდამცველებმა კ. გოგოხია უშალოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა
წლამდე ვადით.