სამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემნებისთვის სამ ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობა აშენდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გრძელვადიანი პაემნებისთვის სამ ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობები არასრულწლოვანთა და რუსთავის მეექვსე და მეთექვსმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებში აშენდება.
"ჩვენი პირველ პრიორიტეტია, მოხდეს საცხოვრებელი პიროების, სამედიცინო ხარისხისა და ხელმისაწვდომების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებთ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. ასევე მნიშვნელოვანია მსჯავდებულებს ჰქონდეთ საკუთარ ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება", - აღნიშნა კალმახელიძემ.