აღმაშენებლის #172 მდებარე ტურისტული კომპანია "ფალმინგო თრეველი" გაძარცვეს.
წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 10 00 ლარზე მეტი თანხა და კომპიუტერული ტექნიკა. ინციდენტი აღმაშენებლის გამზირზე წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დამნაშავეების დასაკავებლად მიმდინარეობს გამოძიება.