შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი პაატა კიკალეიშვილი.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულმა პოლიციელმა, მოქალაქეს სისიხლის სამართლის საქმის მოგვარებაში დახმარების სანაცვლოდ თაღლითურად გამოსძალა ფულადი თანხა 800 აშშ დოლარის ოდენობით.
დაკავებული პოლიციელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მოქმედი კანონმდებლობთ თაღლითობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 6-9 წლამდე.