გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია ისევ განაახლეს.
ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი გაააქტიურა.
უწყების განცხადებით, ეს უკანონო ქმედება საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.