მომაწოდეთ კონკრეტული ერთი შემთხვევა მაინც, სადაც ოჯახი იქნა გამოსახლებული თიბისი ბანკის მიერ, მზად ვარ პაუხი ვაგო ამაზე, - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბოტებმა შექმნეს, რომ "ხაზარაძე მევახშეა, ხაზარაძემ ბინა წაართვა".
"მინდა მოგიწოდოთ, ნუ აყვებით ამ ცრუ ინფორმაციას, მეორე მომაწოდეთ კონკრეტული ერთი შემთხვევა მაინც, სადაც ოჯახი იქნა გამოსახლებული თიბისი ბანკის მიერ, მზად ვარ პაუხი ვაგო ამაზე. ბოლო 10 წლის სტატისტიკით, საერთაშორისო ინსტიტუტები არიან თიბისი ბანკის დამფუძნებლები, ასეთ ფაქტი აღირიცხებოდა. მსგავსი ფაქტი არ მომხადარა", - თქვა ხაზარაძემ.