გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 17 წლის გიგა ელიზბარაშვილის ცხედარი იპოვეს. როგორც ვაჩნაძიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ილია ჩიკვილაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, სოფლის თავში, „მაგთის" ანძის ძირში მოზარდის ძვლები, ფეხსაცმელი და მაისური ვაჩნაძიანის მაცხოვრებლებმა ნახეს, რაზედაც პოლიციას შეატყობინეს.
შეგახსენებთ, რომ გიგა ელიზბარაშვილი 17 სექტემბერს დაიკარგა. მოზარდის დედის ვერიკო გოჩიაშვილის თქმით, გიგა ბიძამისის რთველში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.