ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე დააკავეს შპს „სამშნებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა აბესაძე.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული კომპანია მამუკა აბესაძის მიერ 2005 წელს დაარსდა და მისი მიზანი იყო თბილისში, ქავთარაძის ქ. N19-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშნებლობა. ვითომდა ამ განზრახვით, მამუკა აბესაძემ მშენებარე კორპუსში ბინის შეძენის მსურველების მოზიდვის მიზნით აღნიშნულ მისამართზე სარეკლამო აბრა განათავსა, სადაც მოტყუებით მიუთითა, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა გააჩნდა. რეალურად აბესაძემ ოცამდე მოქალაქესთან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები გააფორმა და თანხების მიღებაც დაიწყო, რამაც, საერთო ჯამში, რამდენიმე მილიონ ლარს გადააჭარბა. თუმცა წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ აბესაძემ მიითვისა დაახლოებით 3 მილიონი ლარი, შესაბამისად, შპს „სამშნებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს" არანაირი მშენებლობა არ უწარმოებია.
საბოლოო ჯამში აბესაძემ თაღლითურად 3 მილიონ ლარამდე თანხა მიითვისა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც იოთვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.