გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული 1990 წ.დ. ბექა გოდერძის ძე გორგოშიძე.
ბექა გორგოშიძემ 18 ოქტომბერს ქ. ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა მიაყენა 1986 წ.დ. ოთარ გიორგაძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა გორგოშიძემ მოახერხა ადგილიდან მიმალვა. პოლიციის მიერ ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიების შედეგად იგი დააკავეს შემთხვევიდან სამ საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირიკეთის მიმდებარე ტერიტირიაზე.
დაკავებულმა აღიარა მისმიერ ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები