ქართველ გამნაღმველებს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის შემდეგ, სოფელ პერევში ნაღმები არ აღმოუჩენიათ. მიუხედავად ამისა, სოფელში გადაადგილება მაინც შეზღუდულია.
მას შემდეგ, რაც სოფელი რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს ადგილობრივი მოსახლეობა პასპორტების კონტროლის გარეშე გადაადგილდება. რუსი ოკუპანტების ყოფილ საგუშაგოზე კი, ევროკავშირის დამკვირვებლები განთავსდნენ.
ცნობისათვის, პერევი პირველი ქართული სოფელია, რომლიდანაც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, რუსები გავიდნენ.