დაბა ოქროყანაში, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გიორგი კოლელიშვილი ფეხბურთის თამაშის დროს გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. ოჯახის ახლობლები მოზარდის გარდაცვალების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა, რის გამოც ვერ მოხერხდა კლინიკაში მისი დროულად მიყვანა.
ერთ-ერთი ვერსია ასევე არასწორი მედიკამენტოზური მკურნალობაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ და ადგილზევე აღმოუჩინეს საჭირო დახმარება, თუმცა მდგომარეობა იმთავითვე კრიტიკული იყო.
გიორგი კოლელიშვილი იაშვილის სახელობის სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები