დედაქალაქის მერიის შენობაში გამნაღმველები მუშაობენ. ცოტა ხნის წინ მერიის შენობის ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი კი მერიაში შესული ანონიმური ზარი გახდა, რომელიც შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ იუწყებოდა.
მერიის შენობასთან სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მობილიზებული.
როგორც მერიის თანამშრომლები აცხადებენ, შენობა არ დაუტოვებია თბილისის მერს გიგი უგულავას. მერიის თანამშრომლები ეჭვობენ, რომ განგაში ცრუ იყო.