სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის თანამშრომლებმა დააკავეს მარნეულში არსებული ჰუმანიტარულ-სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი იოსებ იობაშვილი, პრორექტორი ბერდი ხომასურიძე, ამავე ისტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე ნიზამ გასანოვი და მდივან-ოპერატორი სადაგეტ ვალიევა, რომლებიც სამართალდამცველების ინფორმაციით, საქართველოში ჩამოუსვლელად აზერბაიჯანის მოქალაქეებს 3 000 აშშ დოლარის საფასურად უმზადებდნენ ყალბი უმაღლესი განათლების დიპლომებს.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული პირები როგორც აზერბაიჯანის მოქალაქებზე ასევე საქართველოს მოქალაქეებზე გასცემდნენ ზემოთ აღნიშნულ დიპლომებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით.