ხვალ, 19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პოლიციის აკადემიაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დამუშავების ოპერაციების განყოფილებისთვის კადრების შესარჩევი კონკურსის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
პოლიციის აკადემიამ შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დამუშავების ოპერაციების განყოფილებისთვის კადრები მოამზადა. კერძოდ, კონკურსის დახმარებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000 ადამიანმა, შეირჩა 150 ადამიანი. 31 სტუდენტმა წარმატებიოთ გაიარა სასწავლო პროგრამა, რის შედეგადაც ისინი დასაქმდებიან შემოსავლების სამსახურში.