ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გაიოზ გოჩაშვილი დააკავეს. მას ბრალი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოყოფილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვაში ედება.
გოჩაშვილს გამგეობასთან დადებული ხალეშეკრულებით გორის მზრუნველობამოკლებული ადამიანების უფასო კვება ევალებოდა. სასადილოს პროდუქტის შესაძენად მას გორის მინუციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად 49 200 ლარს ურიცხავდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ის ხელოვნურად ზრდიდა პროდუქტზე ფასს და ამზადებდა ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს.
გამოძიების ინფორმაციით, გოჩაშვილმა ორ წელიწადში 18 000 ლარი უკანონოდ მიითვისა, რაც საქართველოს კონსტიტუციის სისხლის სამართლის საქმის 210-ე და 182-ე მუხლით ისჯება. ის გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 7-11 წლამდე.