ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს ევროპულ ღირებულებებში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
როგორც ჰარცელმა გიორგი თარგამაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ბევრი ევროპული ქვეყნის კონსტიტუციას ჯობდა.
"ევროპული ღირებულებები ღრმად არის ფესვგადგმული თქვენს მენტალიტეტში. თუ გნებავთ ჩავხედოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციას. თუ შევადარებთ იმ კონსტიტუციას სხვა ევროპული ქვეყნების კონსტიტუციას, მივხვდებით, რომ საქართველო მაშინ ბევრად პროგრესული იყო, ვიდრე ევროპის ქვეყნები. საქართველომ ევროპულ ღირებულებათა ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ქართული საზოგადოების არჩევანი ევროპის სასარგებლოდ გააზრებული და სწორია. ეს თქვენი მთავარი სიძლიერეა", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.